თამარ გოგელიძე: უდიდესი რისკი და ბეწვის ხიდია, დაიწყო ფალიაშვილით, გააგრძელო კეჭაყმაძე-იეთიმ გურჯით და დაასრულო შალახოთი ისე, რომ მოცარტის მოსმენის შეგრძნებასავით უსმენდე, ეს დღეს უკვე მაღალ ხელოვნებაზე კიდევ უფრო მაღლა დგას (ვიდეო)

ტელეჟურნალისტი თამარ გოგელიძე:
ხოო, ხოო, შა-ლა-ხოო❗️
თურმე შესაძლებელია “ტაშ-ფანდური” ისეთ ხარისხში აიყვანო, რომ ხინკლის წვენმა მაჯაზე არ ჩამოიდინოს🤭
ამ ნანგრევებში გიგაშას მორიგი სათქმელი იყო დღეს, დაგროვილი და ნაფიქრი სათქმელი, რომლის თქმაშიც ძალიან მაგარი მუსიკოსები დაიყენა გვერდით და მერე, ამ ნანგრევებში “მოყოლილ”, გარინდულ მაყურებელს ერთი ამოსუნთქვით მოუყვა❣️👏🌟
იცით რაა, უდიდესი რისკი და ბეწვის ხიდია, დაიწყო ფალიაშვილით, გააგრძელო კეჭაყმაძე-იეთიმ გურჯით და დაასრულო შალახოთი ისე, რომ მოცარტის მოსმენის შეგრძნებასავით უსმენდე, ეს დღეს უკვე მაღალ ხელოვნებაზე კიდევ უფრო მაღლა დგას👏
შეიძლება ვთქვათ, რომ ამ “ეროვნულობის” არდაკარგვით “გაპრავებული” სიგოიმეში, რაც მიაჩვიეს და ნორმად უქციეს საზოგადოებას, ასეთი კონცერტები არის გადარჩენა და ერთადერთი გამოსავალი.
კარგი სიზუსტით შერჩეული კოლაბორაცია მოხდა, ამ სამი საამაყო მუსიკოსის და დიდი მადლობა ყველას, ამ იშვიათი ნაპერწკალისთვის.
P.s. ახლა თქვენ ნახავთ და მოუსმენთ იმ ექსპრომტს, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა თითქმის წუთებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად