არქივი15 ივნისი, 2026, 15:50
თამარ ბუჩუკური: ამ ჩხუბამდე საამაყო ქართველი იყო და ახლა რა ხდება, აღარაა ქართველი და საამაყო?!

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ერთი მიშამ გაყიდა კოდორი და მეორე ილიამ - ჩხუბი. ვინც ამის თქმას, ფიქრს და წერას კადრულობთ, ჩვეულებრივი მანიაკები ხართ, საშიშები საზოგადოებისთვის.
ვიღაც წერდა, ესპანეთში რას ამბობენო, ესპანელები დარწმუნებულები არიან, რომ უბრალოდ წააგო ილიამ და შემდეგ მოგებას გულშემატკივრობენ. ჯანმრთელი ხალხია ესპანელები და ამიტომ...
ამ ჩხუბამდე საამაყო ქართველი იყო და ახლა რა ხდება, აღარაა ქართველი და საამაყო?!
ამაზრზენები ხართ.
P.S. საავადმყოფოშია ილია და თვალბუდის ძვალი აქვს გატეხილი. ამ ტრავმითაც კი აგრძელებდა ჩხუბს და ექიმმა შეაწყვეტინა... ახლა, მთავარია აღიდგინოს ძალები და ჯანმრთელი დაბრუნდეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.