ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება – თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს
ოფიციალურად თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის დედა საქმის გაყალბებაში იმდროინდელ გენ-პროკურორს ადანაშაულებს. ოჯახს აქვს ეჭვი რომ 23 წლის ქალი ინფორმაციას ფლობდა თაღლითური ქოლცენტრების შესახებ, ამიტომ ის თავიდან მოიშორეს.
თეონა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილის საქმეში არსებულ მტკიცებულებს ირაკლი ღარიბაშვილი კარგად იცნობს და რომ დაპატიმრებულ ექს-პრემიერს კომპრომატები აქვს “ოცნების” მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
“დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილს კომრომატები აქვს (“ოცნების” მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ ჩემი შვილის საქმეზე), რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს” – ამბობს ბაჩალიშვილის დედა.
მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. მე 6 წელია არ შემიწყვეტია ბრძოლა და არც აწი არ ვაპრიებ დანებებას და უფრო აქტიურ ფორმაზე გადავალ. 19 თებერვალს შევიტანეთ განცხადება და ძაღალადაც არ ჩაგვაგდეს, პასუხიც არ გვაღირსეს, ან რატომ არ იძიებენ, ასე დახურეს უაზროდ.
მერე რა რომ თავდაცვის მინისტრი იყო, მერე ორჯერ გახდა პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, ისევ მაგ კომპრომატების გამო. მე არ მჯერა დამთხვევების.
ისიც ღარიბაშვილი იყო და რომ ვკითხე, ღარიბაშვილის ნათესავი ხომ არ ბრძანდებით, არ უარყო იმ ადამიანმა.
დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილს კომრომატები აქვს (“ოცნების” მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ ჩემი შვილის საქმეზე), რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს ან რაღაცა ეგეთი. ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამის კვეთა ხდება”, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
გარდაცვლილი ქალის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს და რომ ტამარ ბაჩალიაშვილის სწორედ კომპრომატების ნახვას შეეწირა.
ვფიქრობ, რომ ეს არის კომპრომატების ნახვა. ყველა ვარიანტში გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას. თამუნა იყო სიცოცხლით სავსე, ათასი გეგმა ჰქონდა. არც კომპიუტერი არ დააბრუნეს იმის გამო, რომ იმ კომპიუტერში ჰქონდა ძალიან ბევრი ისეთი ფაილი, რაც ამხელდა ამათ. ამიტომ წამოვიდა იმ სამსახურიდან და ზუსტად ამიტომ დაამთხვიეს სამსახურიდან წამოსვლას, რომ ყველანაირად ისრები მიმართული ყოფილიყო სამსახურისკენ, სავარაუდოდ. ამერიკაში წასვლა უნდოდა და ამისთვის საკმაოდ ნიჭიერი იყო დ ა მის მაგიოვრად გაუშვეს სხვა, როგორც ხდება ხოლმე, ნეპოტიზმი”, – ამბობს დედა.




