ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2026 წელს გამოვლენილია ელიტური კორუფციის 350 სავარაუდო შემთხვევა, სიაშია 283 მაღალი რანგის მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირი - მათ შორის არიან: 42 მთავრობის წევრი, 58 დეპუტატი...

2026 წელს გამოვლენილია ელიტური კორუფციის 350 სავარაუდო შემთხვევა, სიაშია 283 მაღალი რანგის მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირი - მათ შორის არიან: 42 მთავრობის წევრი, 58 დეპუტატი...
2026 წელს გამოვლენილია ელიტური კორუფციის 350 სავარაუდო შემთხვევა, სიაშია 283 მაღალი რანგის მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირი | ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის არიან: 42 მთავრობის წევრი, 58 დეპუტატი, 20 მოსამართლე და 84 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსანი:
💬 "მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში მაღალი დონის კორუფციის 25 ახალი სავარაუდო შემთხვევა აღვრიცხეთ, მათ შორის იყო:
• „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის სახელმწიფო ტენდერები და სხვა სარგებელი მიიღო.
• ბათუმის 70-მილიონიანი საგზაო ტენდერები დეპუტატ გიორგი ჭყონიასა და „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიების ვიწრო წრეზე იყო მორგებული.
• სუს-ის ყოფილ თანამშრომელს უსასყიდლოდ გადაეცა წილი კომპანიაში, რომელმაც ერთ თვეში პატიმრების კვების 152-მილიონიანი ტენდერი მოიგო.
• თბილისის მერიის მიწის გაცვლით მერიის ყოფილმა მოხელემ მილიონობით ლარის სარგებელი მიიღო, მშენებლობის ნებართვები კი მეწყერსაშიშ ზონაში გაიცა.
• ფოთის სტრატეგიული სიმდიდრე - ნავსადგური, ტერმინალები და თევზჭერის ლიცენზიები - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ჯგუფებისა და თანამდებობის პირების ხელშია თავმოყრილი.
• თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები დაადეკლარირეს - შესაძლო „ხვრელი“ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის.
• თბილისის მერის ქონებრივ დეკლარაციებში მისი მეუღლის 16 „ჰერმესის“ ჩანთა არ ჩანს.
• მთავრობამ ერთ დღეში შეცვალა პრივატიზების წესები და პრემიერ-მინისტრის განკარგულებით კერძო კომპანიას თბილისის ცენტრში 3,237 კვ.მ ფართი 1 ლარად გადასცა" | წერს ორგანიზაცია
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.