თამაზ სულაძე: თქვე დალოცვილებო, ჯერ ამ ურთულესი სარეაბილიტაციო პროექტის ლოჯისტიკა დაგელაგებინათ და მერე მოგეკიდათ ლაფატკისთვის ხელი!

ჟურნალისტი თამაზ სულაძე:

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მთაწმინდის, სოლოლაკის, ზემელის და ნაწილობრივ ვერის უბნები, შეიძლება ითქვას, რომ სრულად პარალიზებულია! არავითარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი! ამ უბნებში მოსასვლელ სავტომობილო გზებზე სრული კოლაპსი! თქვე დალოცვილებო, ჯერ ამ ურთულესი სარეაბილიტაციო პროექტის ლოჯისტიკა დაგელაგებინათ და მერე მოგეკიდათ ლაფატკისთვის ხელი! თან ამას ისიც დაემატა, რომ მთაწმინდაზე მცხოვრებ (კერძოდ ზ.ჟვანიას ქუჩის) ავტომფლობელებს, საცხოვრებელ სახლთან უფასო პარკინგის უფლებაც გაუუქმეს!
#თბილისისმერია – რა იყო, გვებრძვით!?
საქმეს ებრძოლეთ, გირჩევნიათ! ხალხს მოგვერიდეთ!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება