ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამაზ ელიზბარაშვილი - სიბოროტეს, ძალადობას და ტერორს დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს

თამაზ ელიზბარაშვილი - სიბოროტეს, ძალადობას და ტერორს დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილში წერს, რომელიც საპატიმროდან „ტვ პირველს“ გაუგზავნა.

პატიმრობაში მყოფი ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ „დაუნდობელ ბრძოლას“ უცხადებს „ტერორს“ და საზოგადოებას გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.

„ამდენ სიბოროტეს, ძალადობას და ტერორს მე ერთი კაცი დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს.

მეგობრებო, ვისაც გიყვართ საქართველო და ვისაც გინდათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, გთხოვთ, დამიდექით გვერდში ამ საშვილიშვილო და სამართლიან ბრძოლაში. ოკუპანტების ქართველი მხარდამჭერების წინააღმდეგ”, - წერს ელიზბარაშვილი წერილში, რომელსაც ტელეკომპანია ავრცელებს.

ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.