არქივი29 იანვარი, 2024, 14:32
თალაკვაძე: პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მოკლედ გეტყვით, პირველ რიგში, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ტოვებს პრემიერმინისტრის თანამდებობას, ის საქმიანობას გააგრძელებს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციაზე, ხოლო გუნდში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები და პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ TV იმედზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შესახებ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.