პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება –

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს, რის შემდეგაც პარლამენტს წარედგინება.
“რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილი] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით”, – განმაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამასთან, მისივე განცხადებით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა, რასთან დაკავშირებითაც პარტია ყრილობას პირველ თებერვალს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს