თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, “ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “ქართულ ოცნებას” საქართველოში ჩინეთის ავტოკრატიული მოდელის იმპორტი სურს და “უნდათ თავიდან შემოიტანონ კომუნიზმი – ეს სამშობლოს ღალატია.” როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა.
“ბატონ თაზოს ვურჩევ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს, რათა საკუთარი პოზიციასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. თაზო შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი და ბოსი ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა. სწორედ ამიტომ, გაუგებარია, რატომ არის დღეს ის კრიტიკის საგანი, რაც გუშინ დადებით მოვლენად მიიჩნეოდა. პოლიტიკაში თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანი თვისებაა და იმედი მაქვს, მომავალში, დიდი ბიჭი რომ იქნება, ასეთი წინააღმდეგობრივი და ნაკლებად გააზრებული განცხადებებისგან თავს შეიკავებს.” – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა