თაზო დათუნაშვილი – ნარკოპანდემიის მიმართულებით ყველაზე დიდი გამოწვევა კორუმპირებული ძალოვანი სტრუქტურაა, ის „შავი ბაზრის“ მომმარაგებელია და მთავარი წერტილი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ

ნარკოპანდემიის მიმართულებით ქვეყანაში დღეს მთავარი გამოწვევა კორუმპირებული ძალოვანი სტრუქტურაა. ის მთავარი მომმარაგებელია „შავი ბაზრის“ , სადაც ნარკოტიკები იყიდება. მთავარი წერტილი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, ეს არის კორუფციაში დამხრჩვალი ძალოვანი სისტემა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება ამაზრზენია.
„უნდა ვებრძოლოთ და შეუპოვრები ვიყოთ ნარკორეალიზატორებთან, ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ, საღი თვალით და არა პოლიტიკური მიზნებით იმიტომ, რომ ის ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ამ ადამიანების მეორეხარისხოვან მოქალაქეებად და პროპაგანდის ინსტრუმენტებად გამოყენება უბრალოდ არ შეიძლება. ეს საკითხი ეხება ადამიანების სიცოცხლეს,ოჯახების ბედნიერებას, ამ ქვეყნის სიჯანსაღეს და სტაბილურობას. ერთხელ და სამუდამოდ, სწორად უნდა განვსაზღვროთ ის დოზები, რაც ექვემდებარება რეალიზაციის მუხლს, ის დოზები, რაც მომხმარებლებს შეიძლება თან ჰქონდეთ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხმარებლების დასჯა მოხმარებისთვის. დედამიწის არცერთ წერტილში, ისტორიის არცერთ მომენტში მომხმარებლის მიმართ სადამსჯელო პოლიტიკა წარმატებული არ ყოფილა და არ მოუტანია ის შედეგი, რაც გვინდა – ადამიანების რესოციალიზაცია და ამ ჯოჯოხეთიდან ამოთრევა. ამიტომ, ამ კანონმდებლობის ახლაც პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება, მოახდინონ იმ ადამიანების რეპრესიები, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური აზრით არიან და ამ ფორმით გააშავონ, ამაზრზენია და მიმართულია ადამიანების და საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…