ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თაზო დათუნაშვილი - დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთაა ახალი საპარლამენტო არჩევნები - ყველა ძალისხმევას გავიღებთ, რომ მივიღოთ ახალი არჩევნები

თაზო დათუნაშვილი - დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთაა ახალი საპარლამენტო არჩევნები - ყველა ძალისხმევას გავიღებთ, რომ მივიღოთ ახალი არჩევნები

„ძლიერი საქართველოს“ წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები დაინიშნოს.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები.
„ძლიერი საქართველო“ აპირებს დაუღალავად და უკანასკნელ წუთამდე ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი და ნება აღასრულოს. ჩვენი მოსახლეობის 86%-ის ნება-სურვილია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული სივრცის ნაწილი გახდეს. დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ყველა ძალისხმევას გავიღებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანების ინტერესები დავიცვათ, ვინც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობაა და მივიღოთ ახალი არჩევნები“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.