არქივი7 დეკემბერი, 2024, 00:09
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანა და სპეცტექნიკა განლაგდა

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის სამი მანქანა და სპეციალური ტექნიკა განთავსდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალებიც.
მანამდე, სამართალდამცველებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების განმარტებით, მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
რუსთაველის გამზირზე კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.