ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავისუფლების მოედანზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
მოედანზე შეკრებილია მოსახლეობის ნაწილი, ნაწილი კი თანდათან უერთდება ღონისძიებას. პარალელურად, მიმდინარეობს კონცერტი, სპეციალურად მოწყობილია სცენა. მოქალაქეები სახალხო ზეიმზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მიდიან.
გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან “ქართული ოცნების” წევრები, ასევე, როგორც ცნობილია აქციაზე მისვლას აპირებს ოპოზიციის ზოგიერთი წევრი, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოება დღეს, თავისუფლების მოედანზე მიიწვია, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი იზეიმონ.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გუშინ მიანიჭა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.