არქივი14 დეკემბერი, 2023, 19:34
"ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი" - თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საერთო სახალხო ზეიმი ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.