არქივი5 დეკემბერი, 2024, 22:22
თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა, მობილიზებულია სპეცტექნიკაც

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა.
თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე ავტობუსი და მიკროავტობუსი.
ასევე, აქ განლაგებულია წყლის ჭავლის 3 მანქანაც.
რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებულები. სპეციალური დანიშნულების რაზმის პარლამენტის შიდა პერიმეტრში იმყოფებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.