თავისუფლების მოედანზე მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტისკენ დაიძრა, უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან, რუსთაველის გამზირზე განლაგდა

თავისუფლების მოედანზე მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტისკენ დაიძრა, უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან, რუსთაველის გამზირზე განლაგდა.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარედ ჯებირები აღმართეს, რათა სპეცრაზმის გადაადგილებისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეების მიერ მიტანილი ნივთებისგან გაწმინდეს.
ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. პარლამენტის მიმდებარედ პერიოდულად უშვებენ ცრემლსადენ გაზს, ისვრიან გაზის კაფსულებს. მანამდე საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.