არქივი16 იანვარი 2024, 16:58
თავისუფლების ინსტიტუტი შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივის
თავისუფლების ინსტიტუტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივის. ორგანიზაცია სარჩელს 17 იანვარს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს.
"თავისუფლების ინსტიტუტს კვლევისთვის აინტერესებს სახელმწიფო შესყიდვებში რეგისტრირებული რუსული კომპანიების ჩამონათვალი, თუმცა სააგენტომ უარი განაცხადა ამ სიის მოწოდებაზე, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა.
ბრიფინგი გაიმართება სასამართლოს წინ" - აცხადებს ორგანიზაცია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.