„თავისუფლება მთებშია!“ „ძალა ერთობაშია!“ „საქართველოს ადგილი ევროპაშია“ – ამ ლოზუნგებით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხულოს მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

„თავისუფლება მთებშია!“ „ძალა ერთობაშია!“ „საქართველოს ადგილი ევროპაშია“, – ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხულოელები საპროტესტო აქციას მართავენ.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები დროულად გათავისუფლდნენ, ასევე, საქართველოში საპარლამენტო ხელახლა ჩატარდეს.
აქციის მონაწილეები საპატიმროში მყოფ გამოცემა “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.
„არ აქვს მნიშვნელობა ხულოელი იქნება, შუახეველი თუ ქედელი, ჩვენ ვუერთდებით საერთო სულისკვეთებას, გვაქვს იგივე მოთხოვნები, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, ასევე ჩატარდეს ხელმეორედ და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, „ოცნების“ იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა, რომ ევროპასთან ურთიერთობის პროცესში სომხეთის, ხოლო ამერიკასთან – აზერბაიჯანის იმედად ვართ დარჩენილი

შოთა ბერეკაშვილი – ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია – ქსელებმა „საოჯახო კალათა“ შექმნეს, 15 საბაზისო პროდუქტზე ფასები საუკეთესოა, აღფრთოვანებული დავრჩი, ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა!