არქივი22 იანვარი, 2025, 18:09
საქართველოს ქალთა გუნდმა “თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასზე” მესამე ადგილი დაიკავა

თურქეთის ქალაქ კონიაში, საერთაშორისო ტურნირი “თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასის” მეხუთე საშეჯიბრებო დღეს, ხმლით მოფარიკავე იუნიორების გუნდური ასპარეზობები გაიმართა.
საქართველოს ქალთა გუნდმა: ანასტასია ასათიანის, თამარ კვინიკაძის, ნინო ტუღუშის და თეკლა კაპანაძის შემადგენლობით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა
კაცთა გუნდი კი, მე-4 ადგილზე გავიდა. საქართველოს გუნდში ასპარეზობდნენ: დავით ჯიმშელეიშვილი, გაბრიელ ონიანი, საბა გოგოხია, გიორგი ბობოხიძე.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.