“თავისუფლება მედიას!” – აქციის მონაწილეები ვასილ მაღლაფერიძეს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

თბილისში შაბათის ტრადიციული მარშის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს ავტომობილს, რომელშიც სსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე იჯდა. “თავისუფლება მედიას!” სკანდირებდნენ მოქალაქეები. პარალელურად, მაღლაფერიძე აქციის მონაწილეებს ავტომობილიდან ვიდეოს უღებდა.

პირველი არხი არის საბჭოური ტიპის ტელევიზია, სამშობლოს გამყიდველი, ანტიეროვნული ტელევიზია. ეს არის ჟურნალისტიკის სირცხვილი, – თქვა “პირველებთან” საუბარში ლეილა ცომაიამ. 

პროტესტის გამოხატვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გაატარეს და მსვლელობა გააგრძელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი