ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და შობას ერთად შეხვდებიან

აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და შობას ერთად შეხვდებიან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეებთან მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, ერთად შეხვდებიან შობას.
პროტესტის მონაწილეები აპირებენ 00:00 საათზე, აანთონ სანთლები.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.