ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა - ურსულა ფონ დერ ლაიენი
თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინა - სწორედ ამისთვის იბრძვით თქვენ. სწორედ ამისკენაა მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენ თქვენთან ვართ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა. გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საბჭოს შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.