ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და მტკიცე მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს

რუსეთმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს.
„რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების კიდევ ერთი ღამე, რის შედეგადაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპა. ასევე, დაზიანდა კიევში ჩვენი წარმომადგენლობა. ჩვენი წარმომადგენლობის თანამშრომლები კარგად არიან. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩევლად თავდასხმები ახლავე უნდა შეწყვიტოს და სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, კიევში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-ს აღწევს, მათ შორის 4 ბავშვია.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…