“თავისა და სახის არეში მირტყამდა” – 52 წლის ქალი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ამხელენ.  დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ გიორგი ძიძიკაშვილმა მასზე სასტიკად იძალადა. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავა გახდა. ასევე ცნობილია, რომ კონფლიქტში მონაწილე პირები ერთმანეთის ნათესავები არიან.

ელენა ზაუზოვკოვა “პირველებთან” ყვება, რომ ნათესავი მას თავს ღამის საათებში დაესხა და გამეტებით სცემა.

52 წლის ქალს ხელთ, მისი თქმით, აქვს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ინციდენტიდან მეორე დღეს ჩატარდა და მიღებულ დაზიანებებს ასახავს. თუმცა, მიუხედავად არსებული დოკუმენტაციისა, ქალი სამართალდამცავებს არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ირწმუნება, რომ გიორგი ძიძიკაშვილი მხოლოდ გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს.

ღამის საათები იყო, უკვე ვიწექი, ახალ ჩაძინებული ვიყავი. მომვარდ ა, გადმომაგდო საწოლიდან და თავისა და სახის არეში დამიწყო გამეტებით რტყმა. ცემის დროს მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი სახლიდან, მეორე დღეს დაბრუნდებოდა და თუ დავხვდებოდი, ადგილზე მომკლავდა. სახლის დატოვებას მაიძლებდა, მემუქრებოდა, რომ არ მეყვირა, არ მეთქვა ეს ყველაფერი პოლიციისთვის. რა თქმა უნდა, მეორე დრესვე წავედი პოლიციაში, დავაფიქსირე ჩემზე ძალადობის ფაქტი და აღწერეს დაზიანებები, გადამიყვანეს ექსპერტიზაზეც. ის გამოჰკითხხეს და გაუშვეს. ის არის ჩემი მეუღლის ძმის სიძე, მუშაობდა ივანიშვილის დაცვის სამსახურში და ვფიქრობ, რომ ამით სარგებლობს და იყენებს გავლენებს, – ამბობს ქალი. 

“პირველებმა” ინფორმაციის გადამოწმება სცადა თავად ბრალდებების ადრესატთანაც, მასთან სახლში მივიდა, თუმცა გიორგი ძიძიკაშვილმა საუბარი არ ისურვა.

“პირველები” მივიდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოშიც, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძებს, თუმცა სამართალდამცველებმა მედიის კითხვებს არ უპასუხეს.

ინფორმაცია “პირველებს” -ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ახლა საქმე  126 ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს