პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდასხმა ერაყის ბასრას პორტზე - ირანმა პასუხისმგებლობა აიღო

თავდასხმა ერაყის ბასრას პორტზე - ირანმა პასუხისმგებლობა აიღო

თავდასხმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრის მახლობლად ნავთობის ორ უცხოურ ტანკერზე - დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. მედიის ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნის ყველა ნავთობტერმინალის ოპერაციები შეეჩერებინა.

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ სატვირთო გემებზე თავდასხმა ირანმა განახორციელა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორი ტანკერი ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.

ფარჰან ალ-ფარტუსის განცხადებით, ერაყში კომერციული პორტები ღია რჩება, თუმცა ნავთობტერმინალები დახურულია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.