ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ზღაპრის ბოლო კეთილია" - უოტფორდში ქართველმა გულშემატკივარმა ჩაკვეტაძეს უმღერა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონშიპის 41-ე ტურის წინ, სადაც "უოტფორდმა" "პრესტონს" უმასპინძლა და ნულოვანი ფრე ითამაშა, ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი ჩაკვეტაძეს "ზღაპრის ბოლო კეთილია" უმღერა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთგვარ ჰიმნადაც კი იქცა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩვენებური მასპინძელთა რიგებში ცვლილებაზე 61-ე წუთზე გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ "უოტფორდმა" შეხვედრის დაწყებამდე ჩაკვეტაძეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც მიულოცა.
"უოტფორდის" გულშემატკივრებმა ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს

შენიშვნა: ვიდეო აღებულია Sport-Express/სპორტ-ექსპრესი Facebook გვერდიდან

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.