არქივი17 მაისი, 2024, 17:25
ზურაბ ჯაფარიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს
გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი "აქციებთან დაკავშირებით" გამოკითხვაზე დაიბარეს.
მისი თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს კრიმინალური პოლიცია "მასიურად იბარებს" დაკითხვაზე.
"მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ, რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მიდით ადვოკატთან ერთად. თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.