ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ზურაბ ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაციას "გირჩის" ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "Facebook"-ზე წერს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ "აქციებთან დაკავშირებით" დაიბარა.

მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან.

,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე.

არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მოდით ადვოკატთან ერთად. თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ" - წერს ჯაფარიძე.

შეგახსნებთ, რომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე სოციალურ ქსელში წერს, რომ პროცესი 20 მაისს არის ჩანიშნული.

ყიფშიძის ცნობით, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით არის შედგენილი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას გულისხმობს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.