ზურაბ ჯაფარიძე – პოლიციელებმა სპეციალურად დატოვეს ტერიტორია, თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას – რაც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა მათზეა და არა ჩვენზე

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელ ჭიშკარს ეჯაჯგურებიან და პროტესტის ნიშნად ხელებს კვლავ აბრახუნებენ.
მათთან მივიდა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც კართან იმყოფებიან, სთხოვა კარები არ დააზიანონ.
მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ.
ამასთან, როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, პოლიციელებმა ტერიტორია სპეციალურად დატოვეს.
„[პოლიციელებმა] სპეციალურად დატოვეს, რა თქმა უნდა, [ტერიტორია]. თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ ჩვენ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას – არაფერი ეგეთი არ მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა იმათზეა [შსს-ზე] და არა ჩვენზე. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ყველა შემთხვევაში ასე იქნება“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „აქციის მონაწილეები არანაირ პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ, არცერთ შემთხვევაში“ .
სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის შიდა ეზოში იმყოფება და აქციის მონაწილეებს, რომლებიც გვერდითა შესასვლელთან იმყოფებიან, ვიდეოკადრებს უღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა, კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა – ასევე, გაათავისუფლა მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და ამ პოსტზე მიხეილ კიკნაძე დანიშნა

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო

გიორგი გაბუნია – პრემიერისგან კულტურის მინისტრობაზე შეთავაზება არ მიმიღია, რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამის მიღმა კითხვები არ არსებობს