ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ “ბაბლს” გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას – ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებზე

გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ “ბაბლს” გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას – ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებზე
გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ “ბაბლს” გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეების მხრიდან გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვის შესახებ.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალს, რომ გადაკეტავ და ხელოვნურად შექმნი კოლაფსს, სხვა ქუჩებზე გაუჭირდება გადაადგილება სასწრაფოს ან სახანძრო დახმარების მანქანებს. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს სულ ფეხზე ჰკიდიათ მოქალაქეები ისევე, როგორც გუშინ ეკიდათ მთელი ქალაქი, როცა წვავდნენ და ლეწავდნენ ყველაფერს.
„გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ “ბაბლს” გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას…
ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალს, რომ გადაკეტავ და ხელოვნურად შექმნი კოლაფსს, წარმოიდგინეთ სხვა ქუჩებზე როგორ გაუჭირდება გადაადგილება სასწრაფოს ან სახანძრო დახმარების მანქანებს, თუმცა ამათ სულ ფეხზე ჰკიდიათ მოქალაქეები ისევე, როგორც გუშინ ეკიდათ მთელი ქალაქი, როცა წვავდნენ და ლეწავდნენ ყველაფერს…
მიდი, ეგრე გააგრძელეთ და ბოლოს, რას მოიგებთ ნიკა გვარამიას გაუზიარეთ საერთო ჩათებში…“, – წერს ქადაგიძე.
Previous: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.