: „ხალხის ძალამ“ ყინულმჭრელის როლი შეასრულა გამჭვირვალობის კანონის პირველი ვერსიის დაინიციირებაში

გახსოვთ, როგორი შემართებით და გრძნობით მოგვიწოდებდნენ, რომ ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო საშინელება, რასაც ჩაიდენდა საკანონმდებლო ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სინამდვილეში „ხალხის ძალის“ მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იყო 5 წლით ადრე გათვლილი სწორი სვლა, რომელშიც ვიღებდი მონაწილეობას და მეამაყება, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ევროსაბჭოს მიერ გამჭვირვალობის კანონის კრიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, „ხალხის ძალამ“ ყინულმჭრელის როლი შეასრულა გამჭვირვალობის კანონის პირველი ვერსიის დაინიციირებაში.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ხელისუფლება და სამთავრობო გუნდიც დავარწმუნეთ, რომ ეს იყო უალტერნატივო გზა, ეგზისტენციალური საკითხი და დღეს მივედით იქამდე, რომ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ გვიკიჟინებდნენ, რომ ჩვენ ავტოკრატიისკენ მივდიოდით, თურმე გამოცდილების გაზიარებას გვთხოვენ.

ჩვენ შეგვიძლია ერთი გამოცდილება გავუზიაროთ მათ, რომ თუ არ უნდათ იმ აბსურდსა და იმ ბნელ ოთახში აღმოჩნდნენ, სადაც აღმოჩნდნენ, ყველა პარტნიორს უნდა ესაუბრონ თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. ეს არის რეალური ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულებები, როდესაც მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ, როგორც მოსწავლეს. ისინი უნდა დაეშვნენ, რეალობის აღქმა დაიბრუნონ და არ გაუჭირდებათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში