ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში

ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კითხვები, რომელიც შეხვედრებისას დაისვა მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აინტერესებს რეალური ინფორმაცია.

„ვიზიტი, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში გამოირჩევა იმით, რომ ყველა შეხვედრა წარიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. იყო შეხვედრები, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში – თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე, კონგრესის, სენატის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და აშკარად იგრძნობა ინტერესი, რაც გამოსჭვივის მათ კითხვებში. მათ აინტერესებთ ისეთი საკითხები, რომლებზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია. ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ კითხვებს გვისვამენ, რადგან აინტერესებთ რეალური ინფორმაცია.

ვფიქრობ, ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, რომელიც პირველ რიგში ეფუძნება ღირებულებით ერთობას და რა თქმა უნდა პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს, რომელიც უნდა აისახოს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული