ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ფარჯიანი: ყირიმის ხიდის საყრდენი ბოძის აფეთქებას გილოცავთ. "კლოუნი ზელენსკი" იძახეთ ზოგმა... (ვიდეო)

ზურაბ ფარჯიანი: ყირიმის ხიდის საყრდენი ბოძის აფეთქებას გილოცავთ. "კლოუნი ზელენსკი" იძახეთ ზოგმა... (ვიდეო)
"ძვ. წ. 513 წელს სპარსეთის მეფე დარიოსმა სკვითებზე ილაშქრა. ნუ, სკვითებმა თავი აარიდეს პირდაპირ ბრძოლას და "პარტიზანულად" ომობდნენ.
ჰო-და ერთ დღეს, როდესაც დარიოსის ჯარი უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო, სკვითებმა უცნაური საჩუქარი გაუგზავნეს.
-თაგვი, ჩიტი, ბაყაყი და ხუთი ისარი.
სპარსელებმა ჰკითხეს სკვითების მოციქულს, რას ნიშნავდა ეს საჩუქარი, მაგრამ მან უთხრა, რომ თუ სპარსელები გონიერები იყვნენ, თავად უნდა მიმხვდარიყვნენ
მეფე დარიოსმა ასე განმარტა ძღვენის მნიშვნელობა: სკვითები მას თავიანთი მიწის, წყლის და ცის ბატონად აცხადებდნენ. თაგვი - მიწაში ცხოვრობს, ბაყაყი - წყალში; ჩიტი - დაფრინავს. ისრები კი ნიშნავს, რომ სკვითები უარს ამბობენ ომზეო.
მაგრამ ერთმა სპარსელმა ასე განმარტა: „თუ ჩვენ, სპარსელები, ჩიტებივით ცაში არ ავფრინდებით, თაგვებივით მიწაში არ ჩავძვრებით ან ბაყაყებივით წყალში — მაშინ ამ ისრებით დაგვხოცავენო". ასეც მოხდა. სპარსელები უკან გაბრუნდნენ.
✔️ ყირიმის ხიდის საყრდენი ბოძის აფეთქებას გილოცავთ. დღეს დილით ააფეთქა უკრაინელი მყვინთავების დივერსიულმა ჯგუფმა.
"კლოუნი ზელენსკი" იძახეთ ზოგმა და გჯეროდეთ, რომ კობახიძის დახმარება და "მეორე ფრონტი" უნდოდა ვინმეს ამ მათხოვრებისგან" - წერს სოციალურ ქსელში „ბროლის ბუს“ მფლობელი თამაშში: „რა, სად როდის?“ ზურაბ ფარჯიანი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.