ზურაბ ფარჯიანი: კრიტიკას რომ არ იღებთ წესიერად და უტიფრად გველაპარაკებით, ჩვენ “ქოცებს” გვარი-შვილობის გამო კი არ გვირჩევნიხართ

“პატივცემულო ქართველო “პოლიტიკოსებო”, განსაკუთრებით ოპოზიციონრებო.
ჩვენ თქვენ რომ გიყურებთ, თქვენს მიღმა ვიხედებით. ვხედავთ 2012 წლამდე ოპოზიციაში მყოფ ბიძინას, თეას თუ სოზარს, 2003 წლამდე ოპოზიციაში მყოფებსაც ვხედავთ ზოგი და პირველ რიგში თუ არა, “მეორეში” მაინც თავში გვიტრიალებს – ხელისუფლებაში რომ მოხვალთ, მერე როგორები იქნებით და რას იზამთ.
ჰო-და ახლა, ოპოზიციაში, ანუ მაინც “სუსტის” პოზიციიდან რომ ქედმაღლურად და “გონორით” ესაუბრებით თქვენს ამომრჩეველს, კრიტიკას რომ არ იღებთ წესიერად და უტიფრად გველაპარაკებით, ჩვენ “ქოცებს” გვარი-შვილობის გამო კი არ გვირჩევნიხართ.
მაკა ბოჭორიშვილი, მამუკა მდინარაძე თუ ირაკლი კობახიძე დიდწილად მიუღებელი სწორედ მსგავსი უტიფრობის გამო არიან. თორემ “ღირსებით ევროპაში” ეგენიც იძახიან” – წერს სოციალურ ქსელში ინტელექტკლუბის ,,რა? სად? როდის?” წევრი, ბროლის ბუს მფლობელი ზურაბ ფარჯიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება