არქივი28 მარტი, 2025, 01:25
ზურაბ ფარჯიანი: გეოგრაფია თქვა ვაშაძემ და წულუკიანმა "ბიოგრაფიად" გადააკეთა...

"გეოგრაფია თქვა ვაშაძემ და წულუკიანმა "ბიოგრაფიად" გადააკეთა.
მერე გოგავამ რომ ზუსტად მიუთითა და უთხრა "სააკაშვილის ბიოგრაფია"-ზე კი არა "ქვეყნის გეოგრაფიაზე" იყო საუბარიო, ჯერ ხომ უტიფრად "მე თუ ყურში კარგად მესმისო" და ბოლოს "ამას არ აქვს მნიშვნელობა"-ო.
და თუ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რატომ ახსენა საერთოდ?
უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ უნამუსოდ იტყუებიან. ამ ეპიზოდს არც თარგმნა უნდა და არც რამის განმარტება, უბრალოდ პირდაპირ იტყუება" - წერს სოციალურ ქსელში კლუბ ,,რა? სად? როდის?” მოთამაშე, სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.