ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ბატიაშვილი: სანამ უკრაინა დამოუკიდებელია და სანამ უკრაინის სახელმწიფო არსებობს, საბჭოთა კავშირი ვერ აღდგება

"სანამ უკრაინა დამოუკიდებელია და სანამ უკრაინის სახელმწიფო არსებობს, საბჭოთა კავშირი ვერ აღდგება. ანუ არის იმედი, რომ ყველას გვეშველოს.
სწორედ ამიტომაა რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენი ომი. იცოდეთ, რომ ყველა ქართველი, ვინც ამ ომში უკრაინის წინააღმდეგია, რუსეთ-საქართველოს ომში რუსებს შემოუძღვებიან ჩვენ ქვეყანაში.
მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ისტორიის ჩარხს ვერ შემოატრიალებენ. შეუძლებელია მკვდრის (რუსეთის იმპერიის) გაცოცხლება.
ეგ მოღალატეები უნდა დავამარცხოთ 26 ოქტომბერს და დავიბრუნით ეს ქვეყანა!
დღეს კი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას! 🇺🇦❤️🇬🇪" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. 
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.