ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმზე: ჩვენ რომ დილით გავდიოდით სახლიდან არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საღამოს დავბრუნდებოდით ოჯახებში – დაუცველობის შეგრძნება იყო, დახვედრები, ადამიანების გატაცება და შემდეგ მათთან სასტიკი ფიზიკური გასწორება

ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმზე: ჩვენ რომ დილით გავდიოდით სახლიდან არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საღამოს დავბრუნდებოდით ოჯახებში – დაუცველობის შეგრძნება იყო, დახვედრები, ადამიანების გატაცება და შემდეგ მათთან სასტიკი ფიზიკური გასწორება
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს უსმენენ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის კითხვაზე, თუ რა გახდა მოტივაცია ახალგაზრდებისთვის, რომ ისინი გამოხატავდნენ მზაობას საჯარო-სამართლებრივ პროცესში შესულიყვნენ ხელისუფლებასთან ვიდრე ე.წ ზონდერების ანგარიშსწორების მსხვერპლნი ყოფილიყვნენ, ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ, სწორედ ეს იყო მოტივი, რამდენადაც ის ხალხი, ვინც იმჟამად აქციებში მონაწილეობდა, სახლიდან გასვლისას არ იყო დარწმუნებული, იმაში დაბრუნდებოდა თუ არა შინ უვნებელი.
„ჩვენ ვიცავდით თავს და აქვე უნდა აღვნიშნოთ, ჩვენ რომ დილით გავდიოდით სახლიდან და ვიღებდით ამ აქციებში მონაწილეობას სხვადასხვა ფორმით, არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საღამოს დავბრუნდებოდით ჩვენს ოჯახებში. ცოცხლები, ან შეიძლება ძალიან დაზარალებულები, იმიტომ რომ აქციების პერიოდში მაქსიმალურად ხდებოდა რუსთაველის ქვედა ქუჩებზე დახვედრები არაფორმალური დაჯგუფებების მხრიდან, შესაძლოა პოლიციელებიც იყვნენ, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, იმიტომ რომ იყვნენ ნიღბებში და არ ეცვათ პოლიციელის უნიფორმა. დაუცველობის შეგრძნება იყო, დახვედრები, ადამიანების გატაცება და შემდეგ მათთან სასტიკი ფიზიკური გასწორება. სწორედ, ეს იყო მოტივი, ბატონო ირაკლი მართალს ბრძანებთ,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
Next: დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: შეგნებულად იყო სამმართველოს შესასვლელი გაღებული, ვიდეოკამერებით გვიღებდნენ, უნდოდათ დაედგათ კადრი, რომ შევიჭერით, იქ თავისი ფეხით ვინ შევიდოდა – “ზონდერულ-მილიციური” თავდასხმა მოგვიწყვეს და მარტო ხელკეტები კი არა, ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს ჯაჭვი ეჭირა ხელში

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული