ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის აქციებზე: თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, თავში აზრად არავის მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის, პარლამენტი – ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს

ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის აქციებზე: თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, თავში აზრად არავის მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის, პარლამენტი – ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ოპოზიციაში იმყოფებოდა, იმდროინდელ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის დროს ოპოზიციაში მყოფ რადიკალურად განწყობილ პირებსაც კი არ მოსვლიათ თავში აზრად სადმე შევარდნა და სახელმწიფო შენობების გადაწვა.
“როდესაც ჩვენ შევქმენით პარტია [ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები”], ამ პერიოდში, ჩვენი მთავარი მოკავშირეები გახდა ორი პოლიტიკური ძალა – “ახალი მემარჯვენეები” და “რესპუბლიკური პარტია”, რომლებიც ასევე არ იყვნენ დიდად მოწადინებული და მომხრეები ქუჩის აქციების და გარკვეულწილად რადიკალიზაციის, მაგრამ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, ან შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის – პარლამენტი. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს – ეს იყო განსხვავება.
იყვნენ მომხრეები, რომლებსაც უნდოდათ, მეტად ყოფილიყვნენ ქუჩაში, იმიტომ, რომ ქუჩიდან უფრო რეალურს ხედავდა პოლიტიკურ პროცესს და ქუჩის არსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი ამ პროცესის, ბუნებრივია. მაგრამ, ჩვენ გვქონდა განსხვავებული [მიდგომა], რომ რაღაცები არ უნდა გამოგვერიცხა და არ უნდა ვყოფილიყავით მარტო ქუჩაში.” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
Previous: ზურაბ აბაშიძე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე: რომ მივედით დიღმის მთავარ სამმართველოსთან, ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობის პოლიციელები იყვნენ, მათი ძირითადი ნაწილი იდენტიფიცირებულიც არ იყო- სამივე მხრიდან შემოვარდნენ და პირდაპირ დაიწყეს ცემა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული