პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა

ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარს, რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა.
ზურაბიშვილის ცნობით, მან ევროპარლამენტართან შეხვედრისას ახალი არჩევნების გეგმა წარადგინა.
"შევხვდი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს საქართველოს წინსვლის გზაზე სასაუბროდ. წარვადგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას. მადლობელი ვართ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.