ანა დოლიძე – რასა იუკნევიჩიენესთან საუბარი იყო იმაზე, რომ არ ვაპირებთ რეჟიმთან შეგუებას – რეჟიმი უნდა იყოს მარტო, ვიდრე დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში

ევროკავშირის ინსტიტუტების ხაზი არის ცალსახა: “ქართული ოცნების” რეჟიმის აღიარება არ მომხდარა და არ მოხდება, ესეც გავიგეთ ამ შეხვედრაზე – რეჟიმი უნდა იყოს მარტო, სანამ დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში იყოს ყოველდღიურად.
“საქართველოს თემა, საქართველოში რეჟიმის არ აღიარება არის ის დღის წესრიგი, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ამისთვის რასა იუკნევიჩიენეს ვიზიტი თბილისში, როგორც საქართველოს შესახებ ევროკავშირში მომხსენებლის, მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მაღალი ეშელონები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ პროტესტი, წინააღმდეგობა, უკმაყოფილება რეჟიმის მიმართ არათუ მცირდება, არამედ ძლიერდება. მაგალითად, გურიის მაგალითზე ვხედავთ, რომ ჩვენს წინაშე არ არის ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია ელემენტარულად, ხალხის პრობლემები მოაგვაროს. ყველა ამ მიმდინარე საკითხზე იყო საუბარი და იმაზე, რომ არ ვაპირებთ რეჟიმთან შეგუებას. რეჟიმი უნდა იყოს მარტო, სანამ დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში