სალომე ზურაბიშვილი - უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე

სოფიაში ანტი-ევროპელმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის ოფისის შტურმი სცადეს, საქართველოში 86-ე დღეა მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ ერთ დღეში. 18 მილიონი პროტესტის დაწყებიდან მაშინ, როდესაც “ოფშორების კანონისა“ და სანქციებისთვის გვერდის ავლის წყალობით ივანიშვილმა თავისი 1/2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საქართველოში საბაჟო გადასახადების გარეშე…
სოფიაში ანტი-ევროპელმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის ოფისის შტურმი სცადეს, საქართველოში 86-ე დღეა მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები და გადაარჩინონ თავიანთი თავისუფალი და ევროპული მომავალი!” - წერს ზურაბიშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.