ზუგდიდში 50 წლამდე კაცი 70 წლის ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა – ბრალდებული დაკავებულია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 50 წლამდე ნიღბიანი მამაკაცი, 70 წლის მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მან ქალის მიმართ ძალადობა სცადა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც ირკვევა, ქალმა მოძალადისთვის ნიღბის მოხსნა შეძლო, რის შედეგადაც, თავდამსხმელი ამოიცნო. ბრალდებულმა მიმალვა სცადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.