ზუგდიდში, ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას განცხადებით, არასრულწლოვნებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა. ორივეს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვნები მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვების საავადმყოფოში დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გაიგზავნა შესაბამის უწყებებში და შესაბამისი სამსახურები იმყოფებოდნენ კლინიკაში”, – აღნიშნა სულხან ორჟონიამ.
ცნობისთვის, ბუკიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპები ემსხვერპლნენ. ხანძრის დროს ბინაში მყოფი უფროსი და-ძმის გადარჩენა კი , მოხერხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს