ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩაზე მსვლელობა გამართეს.
ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ პროტესტს. ამ წუთებში კი მომიტინგეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„ახლა არ არის იმის დრო, რომ სახლში სითბოში ისხდეთ, შეიწუხეთ თავი და გამოდით ქუჩაში. ახლა წყდება ჩვენი მომავალი. პროტესტია ყველგან და უნდა გავაპროტესტოთ მთავრობის გადაწყვეტილება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ “, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.