არქივი9 აპრილი 2025, 17:24
ზუგდიდში პოლიცია მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევს

ზუგდიდში პოლიცია მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევს - იქ შეკრებილების თქმითმ შსს-ის წარმომადგენელმა ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და მისასვლელ გზაზე კორდონით გააკეთეს.
აქტივისტი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
„გვყავს დაშავებული, რომელსაც აქვს სავარაუდოდ ტვინის შერყევა და გადაყვანილია ჰოსპიტალში", - ამბობს ის.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.