აქციის მონაწილეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მასთან ერთად მყოფ პირებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძესა და მასთან ერთად მყოფ პირებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა მემორიალის გარშემო კორდონი გააკეთეს, რასაც ვითარების დაძაბვა მოჰყვა. ამის შემდეგ სტუ-ს რექტორმა ტერიტორია დატოვა.
აქციის მონაწილეები ასევე პროტესტით შეხვდნენ მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას. მათ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ისინი სკანდირებენ: „რუსებო“, „წადით“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“