ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმრო „მარსში“ 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმრო „მარსში“ 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მან სასტუმროში ნომერი წუხელ იქირავა და დღეს კი, სასტუმროს თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოვიდა და სწორედ აღნიშნულ სასტუმროში დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გავრცელებული ცნობით, მამაკაცის გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას უკავშირდება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„ძლიერი საქართველო“ – ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს – ივანიშვილის რეჟიმის განცხადებები აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას