ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს

წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს
წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს - ინფორმაცია მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
🔻 უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კაცი მდინარის ფერდზე იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
🔴 შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ქალისა და 2 ბავშვის გადასარჩენად შევიდა - მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა თავად დინებამ წაიღო
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.