არქივი15 დეკემბერი, 2023, 15:32
ზუგდიდის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა
საზეიმო განწყობას ზუგდიდი შეუერთდა და ქალაქი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდის მერიის წინ მდებარე მოედანზე გამოფენილია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის დროშა.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირის დროშები გამოიფინა ადმინისტრაციულ შენობებსა და ცენტრალურ ქუჩებზე. საზეიმო განწყობას ზუგდიდი შეუერთდა და ქალაქი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.