არქივი15 დეკემბერი, 2023, 12:35
ბათუმის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა
ბათუმის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირის დროშები გამოიფინა ადმინისტრაციულ შენობებსა და ცენტრალურ ქუჩებზე. საზეიმო განწყობას ბათუმიც შეუერთდა და ქალაქი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.